LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ს მეპატრონემ სუპერქარი ყიდვიდან 3 კილომეტრის გავლის შემდეგ დაამტვრია

44
ferrarii

ახალი მანქანის ყიდვა ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის დღესასწაულია. თუმცა, ზოგჯერ ასეთი ამბის აღნიშვნას ვერ ასწრებენ ხოლმე, რადგან ახალი მანქანით სახლამდეც ვერ მიდიან. ყველაზე ხშირად მსგავსი პრობლემა მძლავრი სუპერქარების მყიდველებს აქვთ, რამეთუ ასეთი მოდელების მართვას სწავლა და ადაპტაცია სჭირდება. ამაში თავად დარწმუნდა იტალიური კუპეს Ferrari 488 GTB-ის ახალი მეპატრონეც.

2017 წელს გამოშვებული სპორტქარი, 21 565 კილომეტრიანი გარბენით ბრიტანულ ქალაქ დერბიში გაიყიდა. როგორც ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, მყიდველმა სადილერო ცენტრიდან 3 კილომეტრზე ნაკლები მანძილი გაიარა და ბორდიურს დაეჯახა.

ავტო საგზაო შემთხვევის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ მძღოლმა სიჩქარე ვერ განსაზღვრა, რის შემდეგაც საჭის მართვა დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები