„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფი დიმიტრი დიკუსარი „სიცრუის დეტექტორს“ ფრონის ხაზიდან ჩაერთო და სანამ იულია ქავთარაძეს შეკითხვას დაუსვამდა, მანამდე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აიღო იარაღი ხელში:
„დიდი არჩევანი არც გვქონია. როცა სახლში მოდიან დაუპატიჟებელი სტუმრები და თან გეუბნებიან, რომ ამაში თავად ხარ დამნაშავე, სხვა ვარიანტი არ გაქვს, ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა, ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ და მინდა, ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმაც აქ იცხოვრონ. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, სხვა არჩევანი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ხელში ავტომატი ავიღო და გავაკეთო ყველაფერი. აქ ყველა ერთი ოჯახი ვართ და არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხარ ან გამოცდილი მეომარი ხარ თუ არა, ყველა ერთ ნავში ვსხედვართ. გვინდა, მალე მორჩეს ეს ომი, რადგან გვენატრება ჩვენი ახლობლები და გვსურს, მათ იცხოვრონ ბედნიერად ისე, რომ ავიადაბომბვებს სარდაფებში არ ემალებოდნენ. მშვიდობიანი ქალებისა და ბავშვების დახოცვა, მოხუცების დახვრეტა მანქანებში, უბრალოდ, გასართობად, ქურდობა, მოროდიორობა… შეიძლება, თქვენს გადაცემას უყურებენ და მინდა ვთქვა, რომ არ გვეშინია თქვენი რაკეტების. არ გექნებათ არანაირი გამარჯვება, არ გექნებათ ამის შემდეგ ნორმალური ცხოვრება, არ ვართ თქვენი ძმები, არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით, რადგან ძმობა ადამიანებთან შეიძლება და თქვენ არაადამიანები ხართ. არავის აქ თქვენი არ ეშინია და არც სიკვდილის გვეშინია. თქვენგან, უწმინდურებისგან, გვინდა საკუთარი მიწის გათავისუფლება, რომ ჩვენი საყვარელი ქალები გაუპატიურებისგან და შეურაცხყოფისგან დავიცვათ…“