LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „დედას ვეძებდი და მგონი, მამას მივაგენი…“

5190
museridze

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ შესაძლოა, მალე საკუთარ ბიოლოგიურ მამას მიაკვლიოს. როგორც ის ამბობს, ამერიკაში მცხოვრები გოგონა დაუკავშირდა, ტესტი გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ მამის მხრიდან თამუნა მუსერიძის ნათესავია. ნია ზარანდიას ახლო ნათესავებს უკვე გაუკეთეს გენეტიკური ტესტები, მხოლოდ ორი მამაკაცი დარჩა, რომელთა შორის, თამუნა მუსერიძე ფიქრობს, რომ მამა შეიძლება იყოს…

ვინ ეუბნება თამუნა მუსერიძეს, რომ მისი ბიოლოგიური დედის ვინაობა იცის, მაგრამ არ გაუმხელს

თამუნა მუსერიძე: 

„არც ერთი მგავს გარეგნულად. არ სჯერათ, რომ მათი შვილი შეიძლება ვიყო და თვითონაც შოკში არიან. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ – 18 წლის, მეორე – 38-ის. 38 წლის რომელიც იყო მაშინ, ის უფრო დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამხელა მამაკაცისგან რომ ქალი ორსულად არის, რატომღა უნდა გააშვილოს ბავშვი?! ბევრი ალოგიკური ამბავია. თუ მამა აღმოჩნდა რომელიმე, დედის კვალზეც გავალ…“

ჯგუფში არის ქალბატონი, რომელმაც გადასარევად იცის ჩემი დაბადების ისტორია… თურმე დედამისი დაეხმარა ეგრეთ წოდებულ ბებიაჩემს ჩემ “მოცილებაში” – თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის კვალზე გავიდა: „აუცილებლად ვიპოვი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g