პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილი საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
„ეს საკითხი არის ჰუმანიტარული საკითხი, ეს საკითხი არის პოლიტიკის მიღმა. პოლიტიკა უნდა დავივიწყოთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს, მე აღარ მგონია რომ სააკაშვილი შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით საფრთხე იყოს.
საფრთხეს რომც წარმოადგენდეს, ადამიანს ხომ არ მოკლავ ციხეში? ეს, რაც ახლა ხდება უკვე სადიზმის ზღვარზეა მისული. შესაბამისად, გაუშვით რა. თავისი ჭია გაახაროს, იყოს ხომ? იყვირებს იქიდან, რა მერე?“– განაცხადა გია ხუხაშვილმა.
„შეწყდეს სააკაშვილის წამება“ – ენმ აჭარაში ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს