LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრესი როგორც შემაფერხებელი ფაქტორი მოზარდებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

39
cercvadze-mtav

გადაცემის ლაივი LIVE

რა იწვევს სტრესს ბავშვებში და როგორი უნდა იყოს მშობლის რეაქცია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, განათლების ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძემ ისაუბრა.

რა არის სტრესის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სტრესისგან გამოწვეული ქცევები და ფაქტორები, რომლებიც სტრესის დროს იჩენენ თავს. სტრესოგენები მუდმივად არის ჩვენს გარშემო და ბავშვებზე ისინი განსაკუთრებულად მოქმედებენ. ის სტრესი, რომელიც თუნდაც ახლა ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში ომის სახით, არის, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა ტიპის სტრესი, ვიდრე ის სტრესი, როდესაც, მაგალითად, მოსწავლე დასტრესილია გამოცდის ან ტესტირების წინ. შესაბამისად, ორივე სტრესად ითვლება, მაგრამ სრულიად სხვადასხვა ხასიათისაა.

როდესაც მშობლების და ბავშვების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით აღზრდის თვალსაზრისით, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებიც არიან სხვადასხვა ტიპის შეხედულების გავლენის ქვეშ, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რამდენად ისტრესება მათი შვილი და თვლიან, რომ მისი ბავშვი პატარაა და მასზე ბევრი არაფერი მოქმედებს, რაც მცდარი მოსაზრებაა.

ზოგიერთ შემთხვევაში კი აქვთ უტრირებული წარმოდგენა და გამძაფრებულად აღიქვამენ ნებისმიერ სტრესოგენს, რომელიც მოქმედებს მოზარდზე. ამიტომ განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ხოლმე და ხშირად ასეთ შემთხვევაში როგორც ამბობენ, ვაკუუმში სვამენ ბავშვს. ყველა მის სურვილს ასრულებენ და ეს არის განპირობებული იმით, რომ ფიქრობენ, თითქოს ყველანაირი ტიპის სტრესი არის მავნე ბავშვისთვის. ეს უკვე ითვლება მეორე უკიდურესობად.

არცერთი მათგანი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ქცევა მშობლის მხრიდან.

მშობლები ცდილობენ ბავშვები დატვირთოთ სხვადასხვა წრეზე სიარულით, რამდენად არის ეს სტრესის შემცველი?

ხშირად მშობლების ცდილობენ ხოლმე, რომ ბავშვები იყვნენ დაკავებული სხვადასხვა ტიპის აქტივობებით, იმისათვის, რომ შეძლონ თუნდაც ასეთი მინიმალური სტრესოგენები მათ ცხოვრებაში ჩნდებოდეს იმისათვის, რომ შემდეგ მეტად მედეგებიც იყვნენ და მეტად განვითარების ხელშეწყობაც მოხდეს. ასეთი ტიპის აქტივობების კატეგორიაში, რა თქმა უნდა, თანამედროვე სივრცეში, შემეცნებით-საგანმანათლებლოში განსაკუთრებით, შედის არაფორმალური განათლება. იმიტომ, რომ ის არის მუდმივად ცვალებადი, გარემოც ძალიან სწრაფად იცვლება და მოზარდსაც მუდმივად სჭირდება ასეთ სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები