LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეძლება ფატალური შედეგი დადგეს – ოჯახის წევრებს ილია მეორესთან შეხვედრის დიდი სურვილი გვაქვს“: გიორგი სააკაშვილი

124
გიორგი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ოჯახის წევრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

მისივე თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნაა.

გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ.

ოჯახი უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მიშას არ მოგაკვლევინებთ, სიტუაცია ზეკრიტიკულია – რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ძმებს

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დღითი დღე უარესდება. დღეს სასამართლო პროცესზეც ვერ შეძლო მოსვლა. საკვების მიღება უჭირს, მხოლოდ წყლის მიღება შეუძლია და ასე თუ გაგრძელდება შეძლება ფატალური შედეგი დადგეს. ამიტომ ოჯახი გავერთიანდით და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ჩემი ძმა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადავიყვანოთ.

ოჯახის წევრებს დიდი სურვილი გვაქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის. მიმდინარეობს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია და ვნახოთ რა ვადებში მოხდება შეხვედრა. საუბარია ადამიანის გადარჩენაზე.

რაც შეეხება აქციებს, ვგეგმავთ, რომ რეგიონებში კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან. მე გავაკეთე პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას და ემიგრანტებს, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, მოვუწოდებ შეავსონ აღნიშნული პეტიცია. ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ პეტიციაზე ხელმოწერა ფურცელზე შეეძლოთ, რადგან ინტერნეტში განთავსებულ პეტიციას მეილის დადასტურება სჭირდება, რაც ყველას არ აქვს.

ამიტომ მინდა ხელმოწერები რეგიონებიდან დავიწყო. გარდა ამისა ვგეგმავ, 6 მაისს დაგეგმილ აქციას შევუერთდე, რომელიც ბათუმშია დაგეგმილი.

ჩვენ ვითხოვთ არა შეწყალებას, არამედ მისი სასჯელის გადავადებას და საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებას, რადგან ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე

შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლებაც, თუ განკურნების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს – ბრეგაძე სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g