LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია

44
toyota

ბრიტანელმა ექსპერტებმა დათვალეს, თუ რამდენი ავტომობილის გაყიდვა შეძლეს ყველაზე დიდმა ავტოკონცერნებმა. საბოლოო ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ლიდერი Toyota გახდა. იაპონურმა ბრენდმა გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,49 მილიონი მანქანის რეალიზება შეძლო. 2020 წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა.

რეიტინგის მეორე პოზიციას კონცერნი Volkswagen იკავებს – 8,3 მილიონი რეალიზებული მანქანით. ლიდერთა სამეულს General Motors ასრულებს, ამერიკულმა კორპორაციამ 6,29 მილიონი სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა მოახერხა.

ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ტოპ-5-ში მოხვდნენ ასევე Stellantis და Honda. მათი მაჩვენებლები 5,92 და 4,12 მილიონი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები