LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო რობაქიძე: „აიწონე ბატონო უგულავა, იმხელა ხარ, 2 გრამი ტვინი ხომ უნდა გქონდეს თავში… ჩემნაირმა მშობლებმა რომ შური იძიონ, მღვდლები ეყოფათ?“

4262
გიგი უგულავა სოსო რობაქიძე

სააკაშვილი არავინ უნდა მოკლას, ამ შემთხვევაში პირველი მე ამოვიღებ ხმას, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ, დღეს, 5 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრისას სოსო რობაქიძე გამოეხმაურა სააკაშვილის ძმებისა და გიგი უგულავას განცხადებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ არავის არ მოაკვლევინებენ სააკაშვილს.

მიშას არ მოგაკვლევინებთ, სიტუაცია ზეკრიტიკულია – რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ძმებს

„ამ ადამიანმა რაც გააკეთა, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ადამიანები დახოცა, იმ ადამიანის მშობლებმა რომ შური იძიონ, მღვდლები ეყოფათ?

აიწონე სასწორზე ბატონო უგულავა, იმხელა ხარ და ორი გრამი ტვინი ხომ უნდა გქონდეს თავში, ბატონო უგულავა ნუ დაიწყებ ქვეყნის არევას, ნუ დაიწყებ შურისძიებაზე საუბარს, თორემ ბევრ ჩემნაირ მშობელს გზა გაეხსნება და შურისძიებაზე ფიქრს დაიწყებენ.

დღეს საქართველოს ნომერ პირველი ჯალათი ზის ციხეში. ის უბრალოდ არ ჭამს და ამას წამებას ვერანაირად ვერ დავარქმევთ. დღეს მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო აქ, სულ მცირე 10 000 ადამიანი იქნებოდა უკრაინაში ქართველი გარდაცვლილი“. – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

რობაქიძემ ასევე მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას.

„სააკაშვილების დედას მინდა ვუთხრა, ქალბატონო გიული, კობა დავითაშვილს სასიკვდილოდ რომ სცემეს, დედა არ ჰყავდა მას? ირინა ენუქიძე დედა არ იყო? ბუტას დედა დედა არ იყო? გამცემლიძის დედა დედა არ იყო? ცინდელიანს საერთოდ საფლავი რომ არ აქვს, ამას აწერდა შენი შვილი ხელს, რომ აქრობდა ხალხს, იმას დედა არ ჰყავდა? შავები უნდა გეცვას და მათ საფლავებზე მუხლებით უნდა დახოხავდე, მთელი ნაცები, განსაკუთრებით თქვენი მოდგმა და ჯიში. ის ძმები, ორივე, სად იყვნენ მაშინ, როდესაც კვდებოდნენ მათი ტოლა ბიჭები, რომ ხოცავდა მათი ძმა? დაჩოქილი უნდა ითხოვდეთ შენდობას. გამოდიხართ დღეს და გინდათ ისევ ქვეყნის არევა. მიშას არ მოგაკვლევინებთო, ვითომ არ ჭამს აქ, გერმანიაში თუ წავა და ცილებს მიიღებს, აქ ვერ მიიღებს?

მიშას მინდა, ვუთხრა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყავი, ჯერ კრიშაზე გათრიეს უკრაინაში, მერე გორში იხოხე მუხლით, ახლა პატარა ბავშვივით ტირიხარ, ვაიმე ციხეში ვერ ვძლებო, როგორ შეიძლება, შენნაირი გარეწარი კაცი პირველი პირი იყოს. სააკაშვილს ვერავინ გაუშვებს, ვიდრე ამათი მშობლები, ვინც არიან მიწაში ჩადებული, ცოცხლები არიან, თორემ ვინც გაუშვებს, იმასაც გავუშვებთ მერე, იმ კაცმა უნდა აგოს პასუხი“, – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავამ, სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

„იარეთ მღვდლებთან, დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, რადგან წესის აგება მღვდლის საქმეა და ბევრი წესის აგება მოუწევთ. სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, მიიღებს დიდ შურისძიებას. მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი“.- თქვა უგულავამ.

კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე

 

magti 5g