აშშ უკრაინას კიდევ 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგის უკრიანისთვის გამოყოფის ნებართვა გავეცი, რათა გაძლიერდეს მისი თავდაცვა აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, დახმარების უახლესი ტრანში მოიცავს 25 000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვიას, ასევე არტილერიის საწინააღმდეგო რადარებს, სხვადასხვა აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.
„შეერთებული შტატები უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან იცავენ. ჩვენ ვაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.