LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა

135
მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ მომდევნო დღეებში კვლევების ჩასატარებლად “ვივამედში” გადავიდეს. მისი თქმით, ეს მზაობა მან შესაბამის პერსონალს დაუდასტურა.

ნაყოფიამ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დედასთან და შვილთან შეხვედრას ელოდება. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება გულისხმობს გამოკვლევებს და არა კლინიკაში მკურნალობას.

„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა.

მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 10 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

magti 5g