UNICEF 30 ივლისს კაპრიზე უკრაინისთის საქველმოქმედო კონცერტს, LuisaViaRoma გამართავს. გალა-კონცერტიდან შემოსული თანხა რუსეთ-უკრანის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ მოსახლეობას მოხმარდება.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ კონცერტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ჯენიფერ ლოპესი იქნება. ის ისტორიულ კუნძულზე გაემგზავრება და არაერთ ცნობილ ჰიტს შეასრულებს.
ჯეი ლო უკრაინისთვის – ვარსკვლავი პოსტს ავრცელებს
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, 52 წლის ჯეი ლომ პოსტი გაავრცელა.
„მსოფლიოში საშინელი ამბები ხდება, მაგრამ არსებობს გზები, რომლითაც ყველას შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.