LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზი და საუკეთესო პროცედურები ამ პრობლემის მოსაგვარებლად

502
282038254_540040321064006_5800546268886586777_n

ახლოვდება ზაფხული და კანის პრობლემებიც იჩენს თავს, მწვავდება აკნეც, რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას, ამის შესახებ „ავტორადიოს“ ეთერში კოსმეტოლოგი, ანა დუბროვა საუბრობს

რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზი?

ზოგადაც, აკნე ძალიან ხშირი პრობლემაა, ეს არის კანის მიმდინარე, ქრონიკული დაავადება და უმეტესად მოზრდილებში გვხვდება, თუმცა რა თქმა უნდა, მან შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, გენეტიკური განწყობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, არასწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები.

როგორ ვუმკურნალოთ აკნეს და რა რეკომენდაციებს მოგვცემთ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად

აკნე არ წარმოადგენს რთულ დერმატოლოგიურ დაავადებას, თუმცა ძალიან მოქმედებს თვითშეფასებაზე. რაც შეეხება მკურნალობას, ეს არის ინდივიდუალური. აკნეს მსუბუქი ფორმის დროს, საკმარისი ხდება მხოლოდ სწორი მოვლა, სწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებები. მძიმე ფორმის შემთხვევაში საჭიროა თერაპიული მიდგომა, კოსმეტოლოგთან ვიზიტი, – პილინგი, რომელიც წარმოადგენს კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას. რეგენერაციის პროცესში კი ხდება ჯანმრთელი და ახალი უჯრედების წარმოქმნა. ასევე ძალიან კარგია აკნეს დროს მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია. ეს არის აკნეს სრული კურსი. პლაზმოთერაპია არის საკუთარი გადამუშავებული სისხლის, პლაზმის შეყვანა კანში, ის ძალიან კარგია პოსტ-აკნესა და ასევე ალოპეციის დროს. რაც შეეხება მეზოთერაპიას, ეს არის, ვიტამინების კოქტეილი, რომელიც ატიოქსიდანტია და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევა, ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა.

დაბოლოს, რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჰიგიენისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი. თავი უნდა შევიკავოთ ისეთი კოსმეტიკური საშუალებებისგან, რომლებიც იწვევენ ფორების დახურვას. თვიდანვე უნდა მივმართოთ პროფესიონალ დერმატოლოგსა და კოსმეტოლოგს, რათა აკნეს გართულებები ავიცილოთ თავიდან.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები