ხატია შამუგიას ვაჟი იუბილარია. ნიკუშა ლომიძე 20 წლის გახდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხატია წერს და აღნიშნავს, რომ იუბილეს აშშ-ში, შვილთან ერთად აღნიშნავს.
“ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი სიყვარული 20 წლის გახდა და რა ბედნიერებაა, რომ ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს
მიყვარხარ დეე და მეამაყები,” – წერს ხატია შამუგია და შვილის ფოტოებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ხატია შამუგიას ყოფილი მეუღლე, „ქუჩის ბიჭების“ წევრი, გურამ ლომიძე წლებია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.
ახლახან მან ამერიკაში ჩაიყვანა თავისი და ხატია შამუგიას ვაჟი, ნიკუშა, რომელმაც იქ სწავლა დაიწყო.