როგორც ცნობილია, ლეგენდარული არტისტი, ელტონ ჯონი ტურნეს, Farewell Yellow Brick Road Tour მართავდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მან შესვენების აღება გადაწყვიტა.
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე ახალმა ფოტოებმა მოიცვა. 75 წლის ელტონი კლინიკიდან შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება. ვარსკვლავს „გუჩის“ ორეული აცვია.
რაც შეეხება ტურნეს, მისი გაგრძელება მიმდინარე თვეს იგეგმება. ასევე, 4 ივნისს, დიდ ბრიტანეთში დედოფალი ელიზაბედის გამეფებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი, სადაც ელტონი ჰედლაინერი უნდა იყოს. მოახერხებს თუ არა მუსიკოსი კონცერტზე გამოსვლას, ჯერჯერობით უცნობია.
მუსიკის ზეიმი – ბრაიან მეი, ელტონ ჯონი, ადამ ლამბერტი და სხვები დედოფალი ელიზაბედისთვის იმღერებენ