ესპანური გამოცემა El Periodico-ს ცნობით, შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატია. ტაბლოიდების ცნობით, წყვილი უკვე რამდენიმე კვირაა ერთად აღარ ცხოვრობს. პიკე ღამის კლუბებში არაერთხელ გადაიღეს მეგობართან და კოლეგასთან რიკი პუჩთან, ისინი ქალბატონების გარემოცვაში ატარებდნენ დროს. წყვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, შაკირამ და პიკემ 2010 წელს გაიცნეს ერთმანეთი, 2011 წელს მათი რომანი დადასტურდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს პირველი ვაჟი შეეძინა, სამი წლის შემდეგ მეორე. ცნობისთვის პიკე შაკირაზე 10 წლითაა უმცროსი.
შავი კაბა დეკოლტითა და ფეხზე დიდი ჭრილით – 45 წლის შაკირა ბრწყინვალედ გამოიყურება
ფოტო: „დაუვიწყარი მომენტები“ – შაკირას ოჯახური ვოიაჟი „დისნეი ლენდში“