“ჰაკერული ჯგუფები შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კრუტსკიმ განაცხადა.
“კიბერთავდასხმაში სულ ჩართული იყო 22 ჰაკერული დაჯგუფება. ყველაზე აქტიურები იყვნენ – IT-army of Ukraine (უკრაინა), GhostClan (ამერიკა), GNG (საქართველო) და Squad303 (პოლონეთი). მაისის მდგომარეობით, საერთო ჯამში კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა 65 ათასი ჰაკერი აშშ-დან, თურქეთიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. თავდასხმები განხორციელდა მათ შორის Rutube-ის ვიდეოჰოსთინგზე. თავდასხმების ქვეშ იყო სახელმწიფო დაწესებულებები, კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები”, – განაცხადა კრუტსკიხმა.
