qartli.ge-ს ინფორმაციით, გორში სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსის ეზოში 5 წლის ბავშვი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოზარდს, რომელიც ეზოში თამაშობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოვარდნილი ფიცარი დაეცა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომხდართან დაკავშირებით, მერიაში განუცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარეობს, იმ კორპუსს ჯერჯერობით არ ეხება, სადაც შემთხვევა მოხდა:
„ჩვენ ჯერ მე-13 კორპუსამდე მივედით. იმის იქით არ ვაწარმოებთ სარემონტო სამუშაოებს. ამიტომ, ამ ფაქტთან სტალინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეხება არა აქვს. მით უმეტეს, ფაქტი ეზოში მოხდა.“ – აცხადებს მშენებელი qartli.ge-სთან.
„გორმედის“ ცნობით, დაშავებული ბავშვს მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა გამოკვლევების მიზნით, თბილისის კლინიკაში გაგზავნეს.