„სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები (არასამთავრობო) სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთვნენ პოლიტიკაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 3 ივლისის აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ განცხადებები გაჟღერება არის პიკი და მათ ირგვლივ, პროცესების ბუნებრივი დასასრული.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამა თუ ორგანიზაციის მთავარი პრობლემა არა თუ პოლიტიკური დღის წესრიგის ქონაა, არამედ ის, რომ საქმე ტყუილთან გვაქვს.
„ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით, ვაფრთხილებდით მათ შორის ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს საბოლოო ჯამში დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთვნენ პოლიტიკაში, მონაწილე არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესების.
გუშინდელი დღე უბრალოდ იყო პიკი, როდესაც ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც ჩვეულებრივად, პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ. ამიტომაც არის ვხედავთ, საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ, რომ ალბათ დრო არის ისინი გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად.
სამწუხაროა, რადგან ამ პროცესს ვხედავთ დიდი ხანია, მათ შორის 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა ეს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო მანიპულაციებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს არის პროცესის ის ბუნებრივი დასასრული, რომელშიც ისინი (არასამთავრობო სექტორი) შესული იყვნენ, საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად.
„პრობლემა ის კი არ არის, პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, პრობლემა ყოველთვის არის ის, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან, როდესაც ამოფარებული არის ერთ სურათს, თითქოს ეს მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციაა. სინამდვილეში, ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.