პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები ექნება. ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებით ღიად ივაჭრონ.
„მინდა ვივაჭრო მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადასაყვანად, იქიდან გამომდინარე, რომ მე მივიჩნევ, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, მანამდე ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები გვექნება. მინდა, რომ ეს საკითხი მოვიშოროთ და ისე მივიდეთ ევროპელებთან, რომ ვუთხრათ, რომ აი, ნახეთ, დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით და ახლა მიგვიღეთ.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებით ღიად უნდა ივაჭროს და ისინი „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულობას სხვას აბრალებენ, თვითონ, ჩემი აზრით, რაღაცნაირად ცალყბად ითხოვენ.“– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
