“ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის – ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე” – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.
“გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე.
ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე – რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი.
P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება, – წერს ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
კობახიძის გაღიზიანება დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.
ამავე თემაზე: