LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი პრემიერის განცხადებაზე: ანუ მოხდა რუსულ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის სახიფათო ზრდა.. თუ ეს გვიხარია და გვეამაყება, კარგი ბატონო

115
Untitled design (1)

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს  6 თვეში 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება.

ღარიბაშვილი: გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აშშ-თან და ევროპასთან ურთიერთობები გავაძლიეროთ

ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ფაქტორებს, რამაც მისი აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

“ერთადერთი სერიოზული ფაქტორი, რამაც განაპირობა საქართველოში ე.წ. ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება, გახლავთ მაღალი ინფლაცია, რუსული ფინანსური ნაკადების მექანიკური შემოდინება და ასევე რუსი მომხმარებლის ბულემია.

ანუ, მოხდა რუსულ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის სახიფათო ზრდა.

ეს არის ოკუპაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.

თუ ეს გვიხარია და გვეამაყება, კარგი ბატონო”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

“ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მაქვს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები