LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ტრადიციაა, რომელსაც არასოდეს დავარღვევთ.. მთელ სამეზობლოში, თითოს 10 ლარის დადებაც არ მოგიწევთ, დაუდგით ბავშვებს“ – აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

606
BeFunky-collage (1)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას სასიკეთო საქმეში თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ კარგად ნაცნობი ტრადიცია არ დაარღვიონ.

„ეს ტრადიციაა, რომელსაც არასოდეს დავარღვევთ და მთელი გულით იმედი გვაქვს, რომ სხვაგანაც ბევრგან გამეორდება ❤️❤️❤️

ყოველ წელს, აგვისტოს თვეში, ბავშვებს ეზოში წყლის აუზს ვუდგამთ, რომ ვინც თბილისშია, ყველას ჰქონდეს გასართობი ❤️❤️❤️

ტრადიცია, დიტო ტატიშვილის ხსოვნის პატივსაცემადაა, რომელმაც პირველად დაუდგა ბავშვებს ეზოში აუზი და რომელსაც ძალიან მწყინს, რომ  არ ვიცნობდი.

მთელ სამეზობლოში, თითოს ათი ლარის დადებაც არ მოგიწევთ, დაუდგით ბავშვებს და ნახავთ რამხელა ბედნიერებაა ამათი ყურება ❤️❤️❤️

#სიკეთეგადამდებია❤️❤️❤️“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g