„საოცნებო ქორწილიდან“ ორი კვირის შემდეგ, ჯეი ლომ და ბენმა საზოგადოებას ქორწილის უახლესი ფოტოები გაუზიარეს. 53 წლის ჯენიფერი საოცრად ემოციური სიტყვებით იხსენებს საყვარელ მამაკაცთან დაქორწინების მომენტს.
„როდესაც მიყურებდა, როგორ მივაბიჯებდი მისკენ, მიჭირდა, იმის გაცნობიერება, რომ ეს სიზმარი კი არა, რეალობა იყო. ეს რომ სიზმარი ყოფილიყო, მე გაღვიძება არ მომინდებოდა. მე კი თან იმაზე ვფიქრობდი, კაბისთვის ფეხი არ წამომედო და კიბეზე არ დავგორებულიყავი, თუმცა იმ წამს, როდესაც მას მივუახლოვდი და მისი სახე ახლოდან დავინახე, ეს იყო სასწაული მომენტი“, – იხსენებს ჯეი ლო.
ექვს მეტრიანი ფატა და ვარსკვლავთცვენა – ახალი დეტალები „ბენიფერის“ „საოცნებო“ ქორწილიდან