ლენუკა ყიფშიძე აქვეყნებს ამონარიდს „ჯორჯიან ტაიმსის“ გადაცემიდან, სადაც ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ზურა ყიფშიძეს მისმა ოპონენტმა „ბიძინა ივანიშვილის ხელის შემყურე“ უწოდა.
„გრცხვენოდეთ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მამაჩემზე რამე გადაბრუნებულს რომ ამბობთ, უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ვინც გინდათ იყავით. ზურას რომ იცნობდეთ, რეალურად რა ადამიანია, როგორია შეგრცხვებოდათ… რაც მამაჩემს გაუკეთებია ხელოვნებაში და უშრომია, მოდით რა, მაგდენი ჯერ გააკეთეთ და მერე გააღეთ პირი და ილაპარაკეთ. სახალხოდ ვიტყვი, რომ არავინ აფასებს ზურას, ეს არის რეალობა, რაც გინდათ თქვით“, აღნიშნავს მსახიობის ქალიშვილი.
ლენუკა ყიფშიძე მამას მიმართავს: „შენ ისეთი ადამიანი ხარ, ყველაფერი დალაგდება…“