„ქართული ოცნების ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რითაც კობახიძის მიერ ვიოლა ფონ კრამონის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
კობახიძე კრამონზე: არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან
კუბილიუსის თქმით, ამგვარი ენით საუბარი და ბრალდებები ყოვლად მიუღებელია ევროპული პოლიტიკური კულტურისთვის:
„ღმერთო ჩემო. როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს, საბრალო საქართველო“ – კრამონი კობახიძის განცხადებას პასუხობს
ამ განცხადებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მან განაცხადა, რომ კრამონი არათუ გვარამიასთან, არამედ არსად არ არის შესაშვები.
„ქართული ოცნების ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ ბორში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.
ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ მცდელობას მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.“ – წერს ანდრიუს კუბილიუსი.
GD leader Kobakhidze should immediately apologize to MEP @ViolavonCramon. The language & accusations which Kobakhidze uses are totally incompatable with European political culture & detriment to declarations about GD attempts to get EU candidate status.https://t.co/itjKezWZLx
— Andrius Kubilius (@KubiliusA) September 9, 2022