LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი ენისთან დაღვინდა.. 20 წელი სხვაობა არაფერს ნიშნავს, ენიში მამაჩემმა სული და ტვინი დაინახა“ – როგორ გაიგო გიორგი ყიფშიძემ ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლის მეგობრობის ამბავი

387
BeFunky-collage

გადაცემას „დღის პოსტი“ გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, მოდელი ნატალია ყიფშიძე და მისი მეუღლე, ფოტოგრაფი ენი გასიევა სტუმრობდნენ. გოგოებმა აღნიშნეს, რომ მათ შორის ოთხწლიანი ასაკობრივი სხვაობაა და თქვეს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

ნატალია ყიფშიძე: თავიდან ორჯერ ვნახე ენი, ერთმანეთს არ ვიცნობდით. თავიდან თინეიჯერული „გამოხტომა“ მქონდა, არ ვიეჭვიანე, უბრალოდ, ჩემთვის უცხო იყო ეს ყველაფერი. შემდეგ ცალკე გავიცანი ენი და პირველივე წამიდან დავმეგობრდი.

მივხვდი, რომ მამაჩემმა მასში დაინახა ის, რაც საჭიროა ადამიანმა დაინახოს იმისთვის, რომ შეიყვაროს სხვა ადამიანი. მთავარი არა ასაკობრივი სხვაობა, არამედ ის არის, თუ ვინ არის ენი, სულით და ტვინით

ეს 20 წელი სხვაობა საერთოდ, არაფერს ნიშნავს, როდესაც ადამიანი უკვე არის ჩამოყალიბებული და ერთმანეთს ასე უხდებიან. სულის მეგობრები არიან და მამას ცვლილებაც ამ ყველაფერს ნიშნავს. მამა ენისთან დაღვინდა, რეალურად უყვარს და მისთვის რაღაც ახალს აკეთებს ან უკეთესობისკენ ცვლის.

მე და მამა ისედაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მე და ენი, რაც უფრო გახსნილები გავხდით, ურთიერთობაც რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ წავიდა.

მე და ენი ერთმანეთის ტანსაცმელსაც ვიცვამთ ხოლმე, თუმცა რაღაცებზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, თუნდაც რაღაც შეხედულებაზე, მაგრამ ის, რაც არ გვაქვს საერთო ისიც არ არის პრობლემა..

კრისტიც მეგობრობს.. მამამ გაიხსენა, დილის 6:00 საათზე მესმის, სამზარეულოში კრისტის სიცილიო, ვიფიქრე, რა ხდება-თქო, თურმე “ფეისთაიმით” რაღაცებს ეჭორავებიანო. ასე გაიგო მამამ, რომ ესენი მეგობრობენ.

ფოტო: გიორგი ყიფშიძის ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლეები ერთად – კრისტი ყიფშიძე ენი გასიევას ობიექტივში

 

,, გიორგი ენისთან დაღვინდა ‘’

? ,, გიორგი ენისთან დაღვინდა ‘’

?20 წელი სხვაობა არაფერს ნიშნავს, ენიში მამაჩემმა სული და ტვინი დაინახა – ნატალია ყიფშიძე

?გვაქვს ისეთი თემები, სადაც გიორგი არაფერ შუაშია – ენი გასიევა

#ნატალიაყიფშიძე
#ენიგასიევა

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 28 სექტემბერი, 2022

 

ენი გასიევა: ისე მოხდა, ერთმანეთს გადავეკვეთეთ, იმ მომენტიდან დაიწყო ჩვენი გაცნობა. ძალიან კარგი ტიპი „გაიჩითა“, მეგობრული და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო.

ბევრ რამეში გვაქვს მსგავსება.

მე და გიორგი სამ წელიწად-ნახევარია, რაც ერთად ვართ.. მაგრამ მე და ნატალის გვაქვს ისეთი თემები, სადაც გიორგი არაფერ შუაშია. კრისტისთან ვმეგობრობ.

“რაც გავიცანი სულ ჩემთან რჩებოდა” – გიორგი ყიფშიძის მეუღლე მსახიობთან თანაცხოვრებასა და პირველ შეხვედრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g