LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ღლონტი: „მამა სულ მეუბნება, ყველგან დაგეხმარები, გარდა სიმღერისა, ჩემი შვილი ან ძალიან კარგად უნდა მღეროდეს, ან საერთოდ არ უნდა მღეროდესო…“

802
ლაშა

ანი ღლონტი ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, ხომ არ აკომპლექსებს ცნობილი მამის ფაქტორი:

„არა, მაგრამ ყოველთვის ყველაზე მეტი შიში მამის ფაქტორში იყო. მამა ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია, მეც მაქსიმალისტი ვარ და საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმ ვითხოვ. ამის შემდეგ ხალხის აზრიც მნიშვნელოვანია. როცა პოპულარული ადამიანის შვილი ხარ და იმავე სფეროში ხარ, საზოგადოება უფრო კრიტიკულად გიდგება.

მამას არასდროს უნდოდა, რომ გავჩერებულიყავი და ძალიან განიცდიდა, რომ სცენაზე არ ვიდექი…

მას ყოველთვის უნდოდა, რომ მემღერა  და მემღერა ქართული. დღემდე ყველაზე მეტად ვნერვიულობ, როდესაც ვდგავარ სცენაზე და მამა დარბაზიდან მიყურებს…

სულ მეუბნება, ყველგან დაგეხმარები, გარდა სიმღერისა, ჩემი შვილი ან ძალიან კარგად უნდა მღეროდეს, ან საერთოდ არ უნდა მღეროდესო…“

შეგახსენებთ, რომ ღლონტების ოჯახში პროექტ „მიმღერეს“ მეორე სეზონის მონაწილეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები