მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მარიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავისი შვილისა და თერჯოლის გარდაცვლილი მერის, ლაშა გოგიაშვილის ფოტოებს და წერს:
„ყოველ დღე ვეხვეწები ლევანს, იქნებ, სიზმარში მაინც მეჩვენო-მეთქი. ვერ ვნახულობ. გამთენიას ჩამეძინა ცოტა ხნით და შენ გნახე, ლაშიკო… ლევანიკოს საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი მომღიმარი სახით რაღაცას მეუბნებოდი… წუხელ სოფომ მითხრა – დარდი არ მექნება, ერთად იქნებიანო. არც მე მექნება დარდი, შვილო, ნეტავ, უკვე შეხვდით ერთმანეთს, თუ ჩამომჯდარი ელოდებოდი ლევანიკოს… ვეღარაფერს გეტყვი… აღარ შემიძლია…“