ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელით ეხმიანება და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.
მისი განმარტებით, „მომხდარი იმდენად შემზარავია, რომ სცილდება სიტყვიერი შეფასების შესაძლებლობებს“.
ნიკოლოზ რაჭველის თქმით, „ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა “ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი #2” 19 ოქტომბრისთვის გაიმართება“.
„ჩვენი შემოქმედებითი ოჯახიდან არც ერთ არტისტს არ აქვს ხვალ სცენაზე დგომის სურვილი და შინაგანი რესურსი.
ეს რაც მოხდა იმდენად შემზარავია, რომ სცილდება სიტყვიერი შეფასების შესაძლებლობებს…
ვუთანაგრძნობ პატარა ანგელოზის მარიტას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას, ვისთვისაც უსაზღვროდ მძიმე და დაუვიწყარი დღე გათენდა…“, – წერა რაჭველი.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა “ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი…
Posted by Nikoloz Rachveli on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი
მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა
