LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს აანონსებენ

203
Untitled design

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან და მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჯანჯღავა აცხადებს, სანამ თბილისის მერი და მერიის კონკრეტული თანამშრომლები პირად პასუხისმგებლობას არ იგრძნობენ, პროტესტი გაგრძელდება:

„ორშაბათს დილის 9 საათიდან ვიქნებით თბილისის მერიის შენობის მთავარ შესასვლელთან, რათა გავაპროტესტოთ ეს უმსგავსობა, რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერს და მერიის კონკრეტულ თანამშრომლებს, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ.

არ შეიძლება, რომ ასეთი რაღაცებით ვიღაც მანიპულირებდეს, ვიღაც ამბობდეს, რომ მშობლის ბრალია – ბავშვი შადრევანში ჩავიდა და დენმა დაარტყა, როგორ შეიძლება შადრევანი კლავდეს ბავშვებს, ეს ხომ საშინელებაა.

კალაძემაც როგორ თქვა – „თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდება, მზად ვარ, პასუხი ვაგო“, თუ რას ნიშნავს? ვერ იაზრებს, რომ მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? თავის დანაშაულს ვერ ხედავს ამ პროცესებში? თუ ვერ ხედავს, ჩვენ აუცილებლად დავანახვებთ. კახა კალაძე აუცილებლად გადადგება. ვინც არიან მონაწილეები, ისინიც აუცილებლად დაისჯებიან.

ორშაბათს შევიკრიბებით დილიდან და აუცილებლად გავაგრძელებთ. შეიძლება, ვიღაცას სინდისი ისე ჰქონდეს ჩამალული სადღაც, რომ ერთი დაძახებით ვერ მიხვდეს, რომ უნდა გადადგეს. სანამ ის ვერ მიხვდება, ჩვენ გავაპროტესტებთ“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.

 

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები