ირანისთვის სამხედრო დახმარების თხოვნა, რუსების მხრიდან გაკოტრების აღიარებაა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი სამხედრო აგრესიაში სხვა ქვეყნების ჩათრევას ცდილობს.
“ათწლეულები ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, შედეგად დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ. ამაზე აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის საერთაშორისო რეაგირებას, მაგრამ ახლა, ტაქტიკურ დონეზე, ირანული თვითმფრინავების გამო, ტერორისტებს შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეთ გარკვეული იმედები, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები – ეს ყველაფერი დაიშლება, როგორც ადრე. ამ ომის 237 დღე ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხი ნებისმიერ საფრთხეზე, თუ ერთად ვიმოქმედებთ”, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.