LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook შეგეკითხებათ, მოგწონთ თუ არა თქვენი ახალი ამბების ლენტა

61

სოციალური ქსელი Facebook, თავის მომხმარებელში შეეცდება გაარკვიოს, მოსწონთ თუ არა მათ ლენტაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები.

ამ დროისთვის ახალი ამბების ლენტა „ლაიქების“, რეპოსტებისა და კლიკების საფუძველზე დგება, თუმცა მრავალჯერადმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს ყველაფერი არ არის იმისი გარანტია, რომ მომხმარებელს მართლაც ის მოსწონს, რაც მის ლენტაში ჩნდება.

სოციალურმა ქსელმა უკვე შეადგინა მომხმარებელთა სატესტო ჯგუფი, რომლებიც პუბლიკაციას 1-დან 5-მდე ვარსკვლავით შეაფასებს. რეზულტატების საფუძლევზე კი გამოვლინდება, არის თუ არა საჭირო, რომ ახალი ამბების ლენტაში პუბლიკაციები ზემოთხსენებული ნიშნით ხვდებოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები