ვარსკვლავური მშობლების 14 წლის ქალიშვილი, ვივიენი, პიტი-ჯოლის 6 შვილიდან, ყველაზე მორიდებულია, მას სულაც არ ხიბლავს ყურადღების ცენტრში ყოფნა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არაკომფორტულად გრძნობს თავს.
„რა სჭირს ანჯელინას და ბრედის ქალიშვილს?“ – ჯოლიმ 14 წლის ვივიენი გამოაჩინა
„რა სჭირს ვივიენს“ – ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად H&M-ში შოპინგის დროს გადაიღეს
ამჯერად ვივიენი დედასთან, ანჯელინასთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს, დედა-შვილი დილით ადრიანად საყიდლებზე იყო წასული. 47 წლის ანჯელინას ნაცრისფერ ორეულზე, შავი პალტო ჰქონდა მოცმული, მის „ლუქს“, ღია,ზაფხულის ფეხსაცმელი და „ვალენტინოს“ მზის სათვალე ასრულებდა, რომლის ღირებულებაც 190 ევროა. რაც შეეხება ვივიენს, მას ჯინსის შარვალი და კედები ეცვა, მის ლუქს კი პირბადე ასრულებდა.
„პოპულარობისგან შეწუხებული ვივიენ პიტი პირბადით შოპინგობს“, „პაპარაცებს ემალება“, – წერენ კომენტარებში.