LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში მასპინძლობს

49
პუტინი, ალიევი და ფაშინიანი

დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება.

რუსული მედიის ცნობით, კრემლის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანსა და ჰეიდარ ალიევს შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში უმასპინძლებს. შეხვედრის ინიციატივა პუტინს ეკუთვნის.

კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება შარშან, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და „შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“

მედიის ინფორმაციით, პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს თითოეულ ლიდერთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გარშემო, კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ერთი თვის წინ ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის, 2020 წლის სისხლიანი ომის შემდეგ, ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

 

 

magti 5g