LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია 18 მეტრიან ავტობუსებს სესხის ნაცვლად, საბიუჯეტო დაფინანსებით იყიდის

71
MAN-ის ავტობუსი

მერია 2023-2024 წლებში 200 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის და ამისთვის არა სესხს, არამედ ბიუჯეტის თანხას გამოიყენებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა განაცხადა. კალაძის თქმით, შესაბამისი შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან უკვე შედგა.

„ბოლო პერიოდში მოლაპარაკებები გვქონდა როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ფინანსთა სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აღნიშნული ავტობუსები შევისყიდოთ და ასევე ავტობაზა, რომელიც ამ ავტობუსებს მოემსახურება, ავაშენოთ საბიუჯეტო სახსრებით. ამისთვის სესხს არ ავიღებთ.

აქედან გამომდინარე, უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო ხელშეკრულებიდან ავტობუსების შესყიდვისა და ავტობაზის მშენებლობის კომპონენტის ამოღება. პროექტის განხორციელება მოხდება საბიუჯეტო დაფინანსებით. ამაზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში თბილისში 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას. პარალელურად, რა თქმა უნდა, მოხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ ამ ავტობუსებს უპრობლემოდ შეეძლოთ დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილება. ცხადია, 18 მეტრიანი ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებს, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კონკრეტულ ქუჩებზე და გამზირებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g