„ღამის შოუს“ ბენდის მომხიბვლელმა მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში მონაწილეობს, მორიგ საკონკურსო დღეს, საკმაოდ ენერგიული ცეკვა შესთავაზა პროექტის მაყურებლებს.
ულამაზესმა ბაბიმ თავის მეწყვილესთან, ერეკლე გირგვლიანთან ერთად „პასადობლე“ იცეკვა და თავისი ნიჭი პარკეტზეც კიდევ ერთხელ გამოავლინა.
წყვილის შესრულებულ ცეკვას დარბაზის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.
https://www.youtube.com/watch?v=i-NwwQDMGyE&ab_channel=%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98