LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლონეთში ჩამოვარდნილი მინიმუმ ერთი რაკეტის ფრაგმენტები რუსული ფრთოსანი რაკეტის ნამდვილად არაა“ – რას ამბობს შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი პოლონეთში მომხდარ ფაქტზე

136
გიგა ინაშვილი

„პოლონეთში ჩამოვარდნილი მინიმუმ ერთი რაკეტის ფრაგმენტები რუსული ფრთოსანი რაკეტის ნამდვილად არაა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი წერს და ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა:

„ეს ჰაერსაწინააღმდეგო С-300 ის 5В55 ტიპის საზენიტო რაკეტის 48Д6 ტიპის ძრავის ნაკვეთურის ნამსხვრევებია. რაკეტა Р მოდიფიკაციაში მაქსიმალურ 90 კმ-ზე მიფრინავს შესაბამისად რუსეთიდან ნასროლი ვერ იქნება.

უკრაინული რაკეტაა დიდი ალბათობით რუსული ფრთოსანის ჩამოსაგდებად გაშვებული, რომელზედაც მართვა დაიკარგა.“ – წერს გიგა ინაშვილი Facebook-ზე.

ბატიაშვილი პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე: „დასავლეთში ვინმეს სჭირდება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით? – არა.. ომი დამთავრდება მოსალოდნელზე უფრო უკრაინის სრული გამარჯვებით“

„ასოშიეითედ პრესი“ – ამერიკელი წყაროების ვარაუდით, პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინელების მიერ ნასროლი რაკეტა, რომელიც რუსულ რაკეტას იგერიებდა

„საშინელი ინციდენტია“, „არ უნდა ვამტკიცოთ, რომ რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას

 

magti 5g