LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატიაშვილი პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე: „დასავლეთში ვინმეს სჭირდება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით? – არა.. ომი დამთავრდება მოსალოდნელზე უფრო უკრაინის სრული გამარჯვებით“

83
Untitled design - 2022-11-16T130709.137

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, დასავლეთში არავის სჭირდება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით.

„პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით:

– რუსეთი დასავლეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის გარეშეც აგებს ამ ომს?

– აგებს.

– დასავლეთში ვინმეს სჭირდება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით?

– არა.

– დასავლეთს სჭირდება უკრაინის გამარჯვება?

– სჭირდება და ახლა უკვე მალე. შესაბამისად, ამ პროცესს დააჩქარებენ უკრაინისთვის უფრო მეტი და ხარისხიანი დასავლური იარაღის მიწოდებით.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის შედეგად, ომი დამთავრდება მოსალოდნელზე უფრო ადრე უკრაინის სრული გამარჯვებით ბრძოლის ველზე!

ფოტოზე დასავლელი ლიდერები გუშინდელ G-20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ სახელდახელო შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთის ამბავს მიეძღვნა“. – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები