LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

76
ხაჭაპურიძე და სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ სპეციალური ეტლით მიიყვანენ.

როგორც სააკაშვილის ინტერესების დამცველმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილს სავარძლის გარეშე გადაადგილება გაუჭირდება:

„ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი - გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება“ – ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დღევანდელ პროცესს დაესწროს

როგორც გელბახიანმა „ფორტუნას“ უთხრა, თავად ექსპრეზიდენტის სურვილია დღევანდელ სასამართლოს პროცესს დაესწროს, ვინაიდან მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება ნათლად დაინახავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რითაც გარკვეულ სპეკულაციებს, წერტილი დაესმება.

„იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლის, გადადების, გადაწყვიტა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს, თუმცა ეს ალბათ გადასაადგილებელი სავარძლით მოხდება.“– განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g