LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ „ქართული ოცნების“ მიზანი მისი სიცოცხლის მოსპობა არაა, შეიძლება ველოდოთ, რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლებისგან: ედუარდ სააკაშვილი

246
Untitled design (4)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „თუ ქართული ოცნების მიზანი მამამისის სიცოცხლის მოსპობა არაა, პოზიტიურ ძვრებს ელოდება“.

მისივე თქმით, „უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე“.

სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი და ჩართოს მკურნალობის პროცესში: რატი ბრეგაძე

„ბოლო დღეებში უფრო და უფრო აშკარა გახდა მეტი ადამიანისთვის, რომ მამაჩემის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. ამაზე ვივამედის ექიმებიც ძალიან ღიად საუბრობენ და თუნდაც რატი ბრეგაძის დღევანდელი პრესკონფერენცია ამაზე მეტყველებს ჩემი აზრით. უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჭირთ უარყონ რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.  ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ თვალსაზრისით მივესალმები.

ბრეგაძის პრესკონფერენცია რომ ჩავრთე, თავიდან ვიფიქრე, რამეს ხომ არ დააანონსებენ, მაგრამ რეალურად სიმართლე თქვა, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი. ამ ეტაპზე, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უმრავლესობა ხვდება უკვე, რომ სიტუაცია ძალიან მძიმედაა და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ, რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. არ ვიტყვი რომ კომპრომისია, იმიტომ რომ ლოგიკური, სამართლიანი სვლა არის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ყველანაირად და დასაფასებელი. მე მაქვს რაღაც მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რა თქმა უნდა, ჯობია ადრე ვიდრე გვიან, მაგრამ რთული წარმოსადგენია, ეს სიტუაცია შენარჩუნდეს.

თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არ არის, რომ მისი სიცოცხლე მოსპონ, მე არ მგონია, რომ ეს არის მათი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება უბრალოდ და ალბათ მალე. მე ამის ოპტიმიზმი მაქვს და სამწუხაროდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

 

 

❗ თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მისი სიცოცხლის მოსპობა არ არის, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება
? ინტერვიუ ედუარდ სააკაშვილთან

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2022

 

„გული მეფლითება.. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას, დეფორმირებული სახსრები, ერთი უმოძრაო კიდური, გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი, ვერ იცნობ“ – ეკა კვესიტაძე სააკაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: რაც შემიძლია ვლოცულობ.. მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი

ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს”

“სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შაბათს, 3 დეკემბერს, 3 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდეთ” – ლევან ხაბეიშვილმა აქცია დააანონსა

ხერხეულიძე: აქციის გამართვას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ – სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკისგან იყოს დისტანცირებული

ვოლსკი სააკაშვილზე: ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g