16 დეკემბერს, საკულტო ფილმის, „ავატარის“ მეორე ნაწილის გრანდიოზული პრემიერა შედგება. ჯეიმს კემერონის ფილმი, „ავატარი: წყლის გზა“ 13 წლის შემდეგ ბრუნდება.
„ავატარის“ ახალი „თრეილერი“ გულგრილს არავის დაგტოვებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ
სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ფილმისთვის მთავარი საუნდტრეკი კანადელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, The Weeknd შექმნა. მან „ინსტაგრამზე“ 12 წამიანი „თიზერი“ გაავრცელა სათაურით, «16.12.22».
პოსტის გავრცელებიდან მალევე კი ფილმის პროდიუსერმა, ჯონ ლანდაუმ არტისტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება ავატარის ოჯახში“, – წერს პროდიუსერი.
The Weeknd და ლილი-როუზ დეპი HBO-ს ახალ სერიალში The Idol – ნახეთ „თრეილერი“
The Weeknd და დრეიკი „გრემის“ მორიგ ბოიკოტს უცხადებენ