ელიოტ პეიჯმა „ინსტაგრამზე“ ბიოგრაფიული წიგნის, Pageboy გარეკანის ფოტო გაავრცელა. მემუარებში ის დეტალურადა ჰყვება, თუ რა პროცესები გაიარა მამაკაცად გარდაქმნის პერიოდში. ის ასევე აცხადებს, რომ გარდაქმნამდე კამერების წინაშე მუშაობა ძალიან უჭირდა.
„ბოლოს და ბოლოს შემიძლია საკუთარ სხეულში თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემი წიგნი ივნისში გამოვა, მოხარული ვარ, რომ მისი გარეკანის ფოტოს გიზიარებთ“, – წერს ელიოტ პეიჯი.
მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ტრანსგენდერ ადამიანებზე საუბრობს და მათ თანადგომას უცხადებს. ვიდეოში ის მართლაც საოცრად შეცვლილია. ელიოტს მამაკაცური ხმა და ჟესტიკულაცია აქვს.
შეგახსენებთ, „ჯუნოს“ ვარსკვლავმა გასულ წელს, სქესი შეიცვალა, რამდენიმე თვის წინ კი რთული ოპერაცია გაიკეთა, მან მკერდი მოიკვეთა.
„მიმიკებიც კი მამაკაცური აქვს“ – ელიოტ პეიჯი წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად პოზირებს
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ პასპორტის ფოტო მომეწონებოდა“ – ელიოტ პეიჯი ფოტოს ავრცელებს
„გოგო არასდროს ვყოფილვარ და ქალი არასდროს ვიქნები“ – ელიოტ პეიჯი Esquire-ის გარეკანზე