LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოთი არველაძის ერთმა პოსტმა მთელი ხელისუფლება კუთხეში დააყენა, უფასო კვლევა ჩაუტარა მთავრობას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

371
BeFunky-collage (3)

3 დეკემბერს, უკრაინაში 5 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტსა და ხელისუფლების რეაქციებთან დაკავშირებით ფეხბურთელ შოთა არველაძის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებას „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „რეაქცია“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შოთი არველაძის ერთმა პოსტმა მთელი ხელისუფლება კუთხეში დააყენა“.

თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას: შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

„შოთი არველაძის ერთმა პოსტმა მთელი ხელისუფლება კუთხეში დააყენა და იძულებული გახადა, რაღაცნაირი ამოღერღილი, ჩუმად ნათქვამი სიტყვა..

ვფიქრობ, დაღუპული ოჯახის წევრებისთვის ჯობდა არაფერი ეთქვა [ირაკლი ღარიბაშვილს]

 

 

❗ შოთი არველაძის ერთმა პოსტმა მთელი ხელისუფლება კუთხეში დააყენა, თურმე ხელისუფლება საფრთხეზე რეაგირებს – ნანუკა ჟორჟოლიანი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 06 დეკემბერი, 2022

 

ხელისუფლებას უფასო კვლევა ჩაუტარა შოთი არველაძემ, რომელიც მათთვის არც ნაციონალია, რადიკალურ მოწინააღმდეგედ არ არის აღქმული, ამიტომ შოთი არველაძის პოსტმა და 24 საათშიც კი არა, უფრო ნაკლებ დროში დაგროვილმა 20 ათასმა რეაქციამ, ამ ხელისუფლებას დაანახა, რომ ასეთი „მშვიდობა“, რასაც ისინი ქადაგებენ, იმაზე გადის, რომ ვიზიარებ თქვენ მწუხარებას დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს ვერ ეუბნებიან“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები