LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს – მომღერალი ვიდეოს ავრცელებს

636
Untitled.pngrere

54 წლის სელინ დიონს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადების SPS (Stiff Person Syndrome) დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მომღერალმა პოსტის საშუალებით განაცხადა.

„დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ცოტა ხნის წინ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ იშვიათი დაავადების შესწავლის პროცესში ვართ, ახლა ვიცით, რომ ჩემს სპაზმებს სწორედ ის იწვევდა“, –  განაცხადა დიონმა.

დაავადების ძირითადი სიმპტომი კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ამ სინდრომს ხშირად „გაქანდაკებას“ უწოდებენ. სიმპტომები ნელ-ნელა პროგრესირებს და საბოლოოდ ადამიანს სიარულისა და საუბრის უნარი ეზღუდება.

ამის გამო მომღერალმა თებერვალში დაგეგმილი ევროპის ტურნე გააუქმა.

სელინ დიონი ამბობს, რომ ქმრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც, ახალ სიყვარულს გამორიცხავს

„ძვირფასო, უშიშარო უკრაინელებო, შოკირებული და დამწუხრებული ვარ“ – სელინ დიონის მიმართვა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Céline Dion (@celinedion)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები