LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო

153
317953857_824403231971216_2279315388956957000_n (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათისთვის გადაიდო.

პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

აღნიშნულს ხელს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ.

როგორც ცნობილია, პროცესი დისტანციური ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g