„ოპერაცია ჩატარებული აქვს. საქართველოში ჩამოსვლამდე ჩაიტარა. რასთან არის ეს დაკავშირებული გაჟღერდება ჩვენს შუამდგომლობაში“, – აღნიშნულის თაობაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ილია ლომიამ განაცხადა და თქვა, ოპერაციის დეტალებზე, რომელიც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა 2021 წელს ოპერაცია გაიკეთა, 14 დეკემბერს, სასამართლო განხილვის პროცესში ისაუბრებენ.
როგორც ილია ლომიამ აღნიშნა, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდება ცნობილი, რა სახის ოპერაცია აქვს ჩატარებული ყოფილ პრეზიდენტს.
„როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ასახული, ამ ოპერაციას არ უკავშირებენ მის წონაში დაკლებას. არის უამრავი ფაქტორები, რომელიც გაჟღერდება.
ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც „ვივამედი“ უკავშირებს და არც ის ექიმ-ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს გამოკვლევები, როგორც ინსტრუმენტალური და ასევე, ლაბორატორიული, მათ თავიანთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად აქვთ ასახული.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა.