LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაჯდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია – მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა

362
წერეთლის გამზირი

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალის მერმა აღნიშნა, სამუშაოები საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. დედაქალაქის მთავრობამ პროექტირება-მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები 3 ეტაპად ჩატარდება, შესაბამისად, მთლიანი გამზირის რეაბილიტაციაზეც 3 ტენდერია გამოცხადებული.

პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 515 779 ლარს შეადგენს. მეორე მონაკვეთია გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 592 298 ლარია. მესამე მონაკვეთის – ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 075 237 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 1-ელი იანვრიდან დაიწყება და 6 იანვარს დასრულდება. ჯამში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მერიას 20 183 314 ლარი დაუჯდება.

პროექტი გამრეკელის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის სრული განახლება - თბილისის რომელ ქუჩებზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები

"ასევე დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვას და წინამძღვრიშვილის ქუჩების განახლება-რეაბილიტაცია მოხდება".

„სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიანად გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, პირველ ეტაპზე შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციები, მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე მთლიანად მოწესრიგდება მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი.

ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, მიწისქვეშ იქნება ჩატანილი. მიწისქვეშა ნარჩენების ურნები, გამწვანება, ახალი განათების ბოძები, ტროტუარების მოწესრიგება – ყველაფერი გაკეთდება. მინდა კომპანიებს მივმართო, რომ ცხადდება ბაზრის კვლევა და მიიღეთ მონაწილეობა. არსებული ვითარება არ არის სახარბიელო, კონკრეტული მონაკვეთი ძალიან დაზიანებულია და ამ ყველაფრის მოწესრიგება მნიშვნელოვანია.

ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის ერთდროულად ჩაკეტვა ქალაქში პრობლემას გამოიწვევს, შესაბამისად, გვიწევს ეტაპობრივად განვახორციელოთ პროექტები. ვფიქრობთ, ახალი წლების შემდეგ, როდესაც საახალწლო დღესასწაულები ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ პროექტის შესახებ საუბრისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g