LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანება – თუ ზელენსკის განცხადება თხოვნაა, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“: სამხარაძე

198
სამხარაძე ზელეზე და მიშაზე

„გუშინ, ამერიკელმა სენატორმა ელისაბედ უორენმა თქვა: – კანონზე მაღლა არავინ უნდა იყოს, თვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტიც! იმავეს ვიტყვი მეც – არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, თვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა შეაფასა და თქვა, რომ „კანონის ფარგლებში რა მოქმედებაც შეიძლება, ამას სასამართლო გადაწყვეტს.“

როგორც მანვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ექიმები იმსჯელებენ, ამ საკითხში პოლიტიკოსების ჩარევა კი ზედმეტია და მიზანშეწონილი არ არის, რადგან სამხარაძის მოსაზრებით, პოლიტიკოსების ჩარევა საკითხს უარყოფითი დინამიკისკენ ამოძრავებს.

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

„თუ ზელენსკის განცხადება საქართველოს საზოგადოების მიმართ თხოვნაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც თხოვნა, მაგრამ ამ თხოვნას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. თუ ამ საფუძველს სასამართლო იპოვის, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანისთვის საჭიროა ისეთი დიაგნოზი არსებობდეს, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალებენ. შესაბამისად, სანამ ასეთი დიაგნოზი დასმული არ იქნება, ვერც ერთი სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანის სამკურნალოდ გადასაყვანად.

ამიტომ, პოლიტიკოსების ჩარევა, მათ შორის ევროპარლამენტარების და სხვების, სრულიად უადგილო და ზედმეტია. ეს არის ექიმების გადასაწყვეტი. თუ დიაგნოზი ისეთი იქნება, რომ საქართველოში არ იკურნება, მაშინ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

თუ სასამართლოს საფუძველი არ ექნება, საზღვარგარეთ გაუშვას, მაშინ ვერ გაუშვებს. ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს!“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.

დასმულ კითხვაზე, რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული პოზიცია, ევროინტეგრაციის გზაზე ხელშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს – სამხარაძემ უპასუხა, რომ არც ერთი ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ან არყოფნა, ქვეყნის რომელიმე სტრუქტურაში, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას

„ეს არ არის კონკრეტულ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.“– განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g