LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „უკრაინის ხელისუფლება, ფაქტობრივად, გახდა თავშესაფარი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის“

145
BeFunky-collage (2)

„ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი განცხადებები კეთდება იმის ფონზე, რომ უკრაინაში არის უმძიმესი სიტუაცია რუსული აგრესიიდან გამომდინარე და საქართველო მტკიცედ აგრძელებს და გააგრძელებს ყოველთვის უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარულად,“- ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის და მიხაილო პოდოლიაკის გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ განცხადებებისა, საქართველო მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

პოდოლიაკი: შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს თვალწინ.. უკრაინა მზად არის, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი

„ამ ფონზე, მსგავსი განცხადებები არის დამაზიანებელი, პირველ რიგში, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მით უმეტეს ქვეყნის, რომელიც სამართლიანობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პრინციპზე აშენებს დემოკრატიას და სადაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებიც არის მართლაც უპრეცედენტო გამჭვირვალობით უზრუნველყოფილი და თითოეული პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული არის მაქსიმალურად და უზრუნველყოფილი არის ყველა საშუალებით.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ალბათ გახსოვთ, რომ ის უკრაინის საზღვრის კვეთით, საქართველოში უკანონოდ შემოვიდა, კონტეინერში იყო დამალული. ფაქტობრივად, ერთგვარი სპეცოპერაცია იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოში არეულობა და ეს გამიზნული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს.

წელიწადის და 3 თვის განმავლობაში, რაც სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, რეალურად, პენიტენციურ სისტემაში 3 თვეც არ გაუტარებია.

ის მიზანმიმართულად აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას, ამაში მას აგულიანებს მისი ე.წ გულშემატკივართა მცირე ჯგუფი, რომ მაქსიმალურად ზიანი მიიყენოს.

ჩვენ ვხედავთ, რომ მისმა ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომელიც არათუ ევროპის და ამერიკის, მსოფლიოს მასშტაბით, ააგორა სრულიად აბსურდზე დაფუძნებული კამპანია, თითქოს და მიხეილ სააკაშვილს მიზანმიმართულად კლავენ. მაშინ, როდესაც ეს ადამიანი საკუთარ თავს და ჯანმრთელობას თავად უქმნის საფრთხეს.

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, სამედიცინო პერსონალი, უზრუნველყოფენ ყველაფერს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს ხელშეუხებელი.

როგორც გივი მიქანაძემ „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„ფორტუნას“ კითხვაზე თუ ვინ და რა მიზნით მიაწოდა ზელენსკის არასწორი ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა:

„სერიოზული ეჭვი არის, რომ მას მიაწოდეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია. უკრაინის ხელისუფლება, ფაქტობრივად, გახდა თავშესაფარი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის. ჩვენ ამას რეალურად ვხედავთ.

ვხედავთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე იკავებს იმ მაღალ თანამდებობას, რაზეც ის დანიშნეს დაახლოებით 2 წლის წინ. ასევე ვხედავთ, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებზე ძებნაში არიან გამოცხადებული, უკრაინის ხელისუფლების მიერ დანიშნულები არიან მაღალ თანამდებობებზე სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებებში.

ამას ემატება ის, რომ ამ ადამიანებს, ლობირებას და მფარველობას უწევს, ყველასთვის ცნობილი ბატონი არახამია. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ის გარემოებაც, რომ მიხეილ სააკაშვილის აღზრდილია.

ეს არის ერთიანი სცენარის შემადგენელი ელემენტები. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს განცხადებები, რაც უკრაინის უმაღლესი პირების მხრიდან კეთდება, არის გარკვეულწილად გამოხმაურება იმ უსაფუძვლო ნარატივისა, რომლის აგორებასაც ცდილობს ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რა უმძიმესი მდგომარეობაა უკრაინაში შექმნილი. ჩვენ ვართ სოლიდარული ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხთან და გავაგრძელებთ იმ მხარდაჭერას ყველა იმ საშუალებით რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პოლიტიკურ დონეზე და ჰუმანიტარული კუთხით გავწიოთ.

მაგრამ, სამწუხაროა, რომ ამის ფონზე, ჩვენ სრულიად აბსურდულ განცხადებებს ვიღებთ და საზოგადოებას წინა თვეების განმავლობაში გაკეთებულია არაერთი განცხადებაც ემახსოვრება.

როდესაც იყო მცდელობა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინათ იმაში, თითქოს საქართველო არის გამოყენებული რუსული სანქციების გვერდის ავლაში, რაც არაერთხელ არ დადასტურდა და მათ როდესაც მოეთხოვათ, რომ მტკიცებულებები წარმოედგინათ, ვერაფერიც ვერ წარმოადგინეს იმიტომ, რომ ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს და ვერც იარსებებს. საქართველოს ვერასოდეს იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები იქნეს აცილებული,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

ამავე თემაზე:

დავით კირკიტაძე: „პრეზიდენტი ზელენსკი არ არის ადამიანი, რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს განცხადებებს, 1 წლის განმავლობაში მან სხვა წონა და გავლენა შეიძინა სამყაროში“

გიული ალასანია: ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანება – თუ ზელენსკის განცხადება თხოვნაა, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“: სამხარაძე

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები