უკრაინის პრეზიდენტის საჯარო განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება.
პოდოლიაკი საქართველოს მოუწოდებს – სწორი არჩევანი გააკეთოს:
„შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობთ. შეუძლებელია იმის ყურება, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს თვალწინ.
უკრაინა მზად არის, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს და მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა უზრუნველყოს. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, – აღნიშნულია პოდოლიაკის „ტვიტში“.
Impossible to watch person you know dying on TV live. Impossible to watch how the history of Georgia and its president is being killed in front of the civilized world. ?? is ready to receive @SaakashviliM, guarantee his safety and proper treatment. Georgia, make the right choice.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) December 20, 2022
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანონ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ან ამერიკაში. მისივე თქმით, ის რაც დღეს სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ: